logo
ENG



საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი დაიწყო [პირდაპირი ეთერი]

02 დეკ 202112:07
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრება.

მოსამართლემ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ტრანსლირების უფლება მისცა. ამ წუთებში სააკაშვილის ადვოკატები პროკურორის აცილებას ითხოვენ.

პროცესის დაწყებამდე მოსამართლემ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკითხა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს, 7 ნოემბრის საქმის განხილვის პროცესის შემდეგ, სასამართლო პროცესს მეორედ ესწრება, მანამდე მას ამის უფლებას არ აძლევდნენ და მიზეზად შესაძლო დესტრუქციასა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკებს ასახელებდნენ.


close დახურვა